აუზები, აკვაპარკები და SPA
დახურულ აუზში წყალი მუდმივად ორთქლდება: კონდენსატი მინებზე, ობი და კოროზია. DEH-WP და DD სერიები ინარჩუნებს 50–60% ტენიანობას და იცავს შენობას.
სად და რატომ გამოიყენება DanVex-ის ტექნიკა.
დახურულ აუზში წყალი მუდმივად ორთქლდება: კონდენსატი მინებზე, ობი და კოროზია. DEH-WP და DD სერიები ინარჩუნებს 50–60% ტენიანობას და იცავს შენობას.
აუზები, საშხაპეები, ჯაკუზი და ვარჯიშის დარბაზები ტენის მრავალ წყაროს ქმნის. არხული DD/DD-F სისტემები შეუმჩნევლად ზრუნავს სუფთა და მშრალ ჰაერზე.
ბეტონი, შელესილობა და იატაკის მოჭიმვა სწრაფად და ხარისხიანად შრება. მობილური DEH-i მოდელები ბორბლებზე გადაადგილდება სართულებს შორის.
ქაღალდი, ხე, ტექსტილი და ელექტრონიკა ტენს ვერ იტანს. სტაციონარული DEH-K და ადსორბციული AD სერიები სტაბილურ ტენიანობას ინარჩუნებს.
სუფთა ოთახები, საშრობი კამერები და მაცივრები: AD სერია მუშაობს −20 °C-ზეც, DEH-K — დიდ სივრცეებში.
ღვინისთვის საჭიროა სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა. DD-FX ერთი სისტემით აშრობს, აგრილებს, ათბობს და ატენიანებს.
მშრალი ჰაერი ქაღალდს აბრუნებს და სტატიკურ მუხტს ქმნის. HUM-S ულტრაბგერითი დამატენიანებლები ზუსტად ინარჩუნებს საჭირო ტენიანობას.
AW თბური ტუმბოები ათბობს, აგრილებს და ცხელ წყალს ამზადებს, DD-F კი სახლს სუფთა, გაფილტრულ ჰაერს აწვდის.
DanVex-ის აუზებისთვის განკუთვნილი ტენის ამომშრობი დანადგარები შექმნილია კომფორტული ტენიანობის დონის კონტროლისთვის საცურაო აუზებში, აკვაპარკებში, საუნებში და ტენიანობის მაღალი დონის მქონე სხვა ადგილებში. ჰაერის ტენიანობის დონე მნიშვნელოვანი ფაქტორია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
დახურული საცურაო აუზების მფლობელებს ყოველთვის ერთი დიდი პრობლემა ექმნებათ - მაღალი ტენიანობა. ეს ხდება საცურაო აუზიდან ტენის აორთქლების გამო, რომელიც კონდენსირდება შენობის სხვადასხვა ადგილებში. დახურული საცურაო აუზი არა მხოლოდ კომფორტის, არამედ გაზრდილი საფრთხის მქონე ადგილია. მხოლოდ ტენის ამომშრობი, ვენტილაციისა და წყლის ფილტრაციის გამართული სისტემით შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ. DanVex-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს ორი განსხვავებული ტიპის სისტემა შიდა აუზებში ტენიანობის დონის გასაკონტროლებლად. ყველა მოდელი დამზადებულია ფინეთში და აქვს შესანიშნავი დიზაინი.
DanVex-ის აგრეგატები დამონტაჟებულია და გამოიყენება სხვადასხვა SPA ცენტრებში, ფიტნეს ცენტრებში და სხვადასხვა ზომის დახურულ აუზებში. ჩვენი სისტემით შეგიძლიათ აირჩიოთ თუ სად მოხვდება კონდენსატი, დაბრუნდება საცურაო აუზში თუ გავა სადრენაჟე სისტემაში.
სასტუმროს შეიძლება ჰქონდეს ტენიანობის მრავალი წყარო. შადრევნებიდან, აუზებიდან და ბაღებიდან ტენიანობა ჰაერში იშლება. სასტუმროს ნომრებში განთავსებული საშხაპეები, ჯაკუზები წარმოქმნის ორთქლს. სასტუმროს დახურული აუზი კი ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. დახურული აუზები, აკვაპარკები წყლის დიდ რაოდენობას მოიხმარს, რომელიც ტენიანობის დონეს წევს მაღლა.
სპორტ დარბაზები გახლავთ ბაქტერიების, სოკოების და ობის გასამრავლებელი ადგილი. აღნიშნული ტიპის ობიექტებს შეიძლება ჰქონდეთ ტენიანობის მრავალი წყარო: საცურაო აუზები,საუნები, საშხაპე ოთახები. გარდა ამისა, ყოველი ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს, არის ტენიანობის გამომყოფი წყარო. სხეულიდან გამოყოფილი ჭარბი ოფლის აორთქლება ხდება ჰაერში.
ეს მოდელები გამოირჩევა ლამაზი დიზაინით. დანადგარი შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. აღნიშნული მოდელებს გააჩნია მარტივი მართვის პანელი და ის ავტომატურად აკონტროლებს ოთახში ტენიანობის დონეს.
აღნიშნული სერიაში შედის მოდელების ასორტიმენტი, რომლებიც განკუთვნილია მცირე და საშუალო საცურაო აუზებისთვის. ყველა მოდელი შეიძლება დამონტაჟდეს კედელზე იმ სივრცეში, სადაც განთავსებულია აუზი. მოცემული დიზაინით მომხმარებელი ზოგავს ადგილს ოთახში.
პორტატული და სტაციონარული დანადგარები გამოიყენება შემდეგი ობიექტებისთვის: სარდაფები, საწყობები, საწარმოო ობიექტები, მარნები, სათბურები, ფარმაცევტული ქარხნები. კვების მრეწველობა.
სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ხის მასალის, თევზეულის, მარცვლეულის, კარტოფილის გამოშრობისთვის და მრავალი სხვა დანიშნულებისთვის.
სამშენებლო მასალების უმრავლესობა, რომლებიც გამოიყენება ახალი შენობის ასაშენებლად ან სარემონტო სამუშაოებისთვის გადის სველ პროცესს. ამ გზით ხდება მაგალითად ბეტონის ფილების,თაბაშირის, კედლისა და იატაკის საფარის დამუშავება. პროცესის დროს შენობის შიგნით გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ტენი. სარემონტო სამუშაოების დროს ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზების გამოვლენა.
DanVex-ის სამრეწველო ხაზის დანადგარები უზრუნველყოფს სასურველ ტენიანობის და ტემპერატურის კონტროლს. პორტატულ აგრეგატებზე დამაგრებული სპეციალური ბორბლების მეშვეობით შესაძლებელია მათი გადაადგილება სასურველ ადგილზე, თუნდაც რთულ მისადგომებში
ან კიბეებზე. DanVex-ის სამრეწველო სისტემები, რომლებიც განკუთვნილია საწყობებისთვის და ნებისმიერი ტიპის ინდუსტრიული შენობებისთვის საკმაოდ გამძლეა, შეუძლია დაფაროს საკმაოდ დიდი ფართობი, ჰაერის მაღალი ნაკადის მეშვეობით იგი აშორებს დიდი რაოდენობით ტენს. ასევე მნიშვნელოვანია თვითრეგულირების ფუნქცია და უწყვეტი სადრენაჟე სისტემა.
DanVex გთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს სამრეწველო და კომერციული ობიექტებისთვის. თქვენ არასოდეს შეგაწუხებთ მაღალი ტენიანობა. ჩვენი მაღალი კლასის ტექნიკა სრულ კომფორტს შეუქმნის საწარმოს, პროდუქციას და თანამშრომლებს.
გამოგვიგზავნეთ ობიექტის ფართობი, დანიშნულება და პირობები — ჩვენი ინჟინრები შეგირჩევენ აპარატს და მოგამზადებენ კომერციულ შეთავაზებას.